Saturday, October 9, 2010

10 ყველაზე მდიდარი ერი

10.ფინელები
    ფინელების წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით 37 000 დოლარია,ფინელების შემოსავლის ძირითადი წყარო ქაღალდის ინდუსტრია და მეტალურგიაა. ფინეთი ასევე ითვლება მობილური ტელეფონების სამოთხედ. მხოლოდ "ნოკიას" მარკა ქვეყნის ექსპორტის 1/3 შეადგენს. მობილური ტელეფონების ფლობის მიხედვით ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ისევე როგორც დახვეწილი განათლების სისტემით და აკადემიური მოსწრებით. 
"ნოკია"-ს საწარმო ფინეთში
ჰელსინკი 

 9.ჰოლანდიელები
     შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით 38 000 დოლარია. მინიმალური ხელფასი ქვეყანაში -1300 ევრომდეა. ჰოლანდიის ეკონომიკაზე მეტნაკლებად გავლენას ახდენს  მსოფლიო ეკონომიკური ვითარება,რადგან ჰოლანდია გარკვეულწილად საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული.
  ამსტერდამი
8.ამერიკელები
     ამერიკელების შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 42 000 დოლარია.შემოსავლის ძირითადი წყარო-ეკონომიკური გიგანტები და სრულყოფილი ტექნოლოგიებია.თუმცა სოციალური თანასწორობის დეპარტამენტი იუწყება, რომ  ყოველი მერვე ამერიკელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთმყოფად შეიძლება ჩაითვალოს.
 ჩიკაგო,აშშ

    7.კატარის მოსახლეობა
            შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე კატარში 43 000 დოლარია,აქ შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობი და გაზია. მაღალი შემოსავლებისა და ხელშემწყობი სოციალური  პირობების მიუხედავად ,სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით კატარი მსოფლიოში მეორმოცე ადგილზეა.
 ნავთობის საბადო და გადამამუშავებელი ქარხანა, კატარი

 6.დანიელები
       დანია სიღარიბის დაბალი მაჩვენებლითა და სოციალური თანასწორობით ევროპაში პირველ ადგილზეა, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე აქ 48 000 დოლარია,ყველაზე კარგი ანაზღაურების მქონე მოსახლეობის 20%  3,4%-ით მაღალ გადასახადს იხდის, ვიდრე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოსახლეობის 20%. 
 კოპენჰანგენი,დანია

Wednesday, October 6, 2010

სამხრეთ ამერიკა


სამხრეთ ამერიკა სიდიდით მეოთხე კონტინენტია, კუნძულების ჩათვლით მისი ფართობი 18 მლნ.კვ.კმ-ია. დასახლებულ კონტინენტებს შორის ყველაზე მცირე კუნძულოვანი და ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებულია,სამხრეთ ამერიკა ყველაზე წყლიანი და ყველაზე მწვანე კონტინენტია, სიმაღლივი ბუნებრივი ზონების ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი სპექტრით,ამაზონის ყველაზე ვრცელი ვაკე-დაბლობით და ყველაზე წყალუხვი მდინარით მსოფლიოში, უგრძესი მთათა სისტემით და უმაღლესი მოქმედი ვულკანებით, ყველაზე მაღალმთიანი დიდი ტბით და ყველაზე მაღალი ჩანჩქერით,ყველაზე მაღალმთიანი დასახლებით და დედაქალაქით.



სამხრეთ ამერიკას ზოგჯერ ლათინურ ამერიკას უწოდებენ, ვინაიდან სამხრეთამერიკელთა უმეტესობა ლათინურზე დაფუძნებულ ენებზე-ესპანურსა და პორტუგალიურზე ლაპარაკობს, ეს ენები აქ ევროპელმა დამპყრობლებმა მოიტანეს.თუმცა ბევრი ლაპარაკობს ადგილობრივ ენებზეც, როგორებიცაა მაგალითად კეჩუა და აიმარა. ლათინური ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და ვრცელდება აშშ-ის სამხრეთი საზღვრებიდან ანტარქტდამდე, ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე გამოიყოფა სამი სუბრეგიონი 1. შუა ამერიკა(აერთებს მექსიკას, ცენტრალურ ამერიკას და კარიბის ზღვის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოებს) 2. ანდების ქვეყნები(ვენესუელა, კოლუმბია, ეკვადორი,პერუ, ბოლივია, ჩილე) 3.ატლანტის ოკეანისპირა ქვეყნები( არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, ბრაზილია, გაიანა, სურინამი)


ლათინური ამერიკის ბუნება ძალზედ მრავალფეროვანია, რეგიონს დასავლეთით, მთელი წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაუყვება ანდების მთათა სისტემა. აქ მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი დაბლობი ამაზონი რომლის ტერიტორიაც “დედამიწის ფილტვების” სახელით არის ცნობილი, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც ბრაზილიის მთიანეთია, ხოლო სამხეთით ანდებსა და ატლანტის ოკეანის სანაპიროს შორის ვრცელდება ლა-პლატის დაბლობი და პატაგონია. ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის კუნძულების რელიეფი კი მოზაიკურია.  
 სამხერთ ამერიკა ნაირგვარი კლიმატური პირობებითაც ხასიათდება, რაც გამოწვეულია კონტინენტის დიდი გადაჭიმულობით განედის მიმართულებით,მრავალფეროვანი რელიეფით და ზღვის დინებებით. სამხრეთ ამერიკა ყველაზე ტენიანი კონტინენტია, საშუალოდ წლიურად 1600 მმ. ნალექი მოდის. კონტინენნტის ძირითად ნაწილზე ჰავა ხელსაყრელია მცენარეთა უწყვეტი ვეგეტაციისათვის, რის გამოც მარადმწვანე ტყეების ფართობით ვერცერთი კონტინენტი ვერ შეედრება. მის ტერიტორიაზე შესაძლებელია ყველა ტროპიკული კულტურის მოყვანა, თანაც წელიწადში რამოდენიმე მოსავლით. სამხრეთ ამერიკა ყველაზე წყალუხვი კონტინენტია. მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს წვიმის წყალი ასრულებს, სამხრეთ ამერიკის და მსოფლიოს უდიდესი მდინარის სისტემას ქმნის მდ. ამაზონი რომლის სიგრძეც 6570 კმ-ია. ამაზონში ჩქეფს სიცოცხლე, მის წყლებში უამრავი სახეობის თევზი ბინადრობს, რომელთაგანაც ზოგიერთი ცნობილია მტაცებელი ბუნებით. მეცნიერთა ვარაუდით ამაზონის წყლებში იმაზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, ვიდრე მთელ წყნარ ოკეანეში. კონტინენტის მდინარეებიდან ასევე აღსანიშნავია პარანა პარაგვაით და ურუგვაით, ორინოკო რომლის ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი (1054). რაც შეეხება ტბებს დიდი ტბები კონტინენტზე ცოტაა , ყველაზე დიდი ტბა მარაკაიბოა რომელიც ვენესუელას ყურესთან შეერთებულია სრუტით, ცენტრალურ ანდებში მდებარეობს ასევე ყველაზე დიდი მაღალმთიანი ტბა ტიტიკაკა.
 ანხელი 


ლათინური ამერიკის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ცხელი და ტენიანი ჰავაა გაბატონებული, რამაც სამხრეთ ამერიკა ყველაზე მწვანე და ყველაზე ტენიანი კონტინენტი გახადა , თუმცა სამხეთ ამერიკაშივეა უდაბნო ატაკამა რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მცირენალექიანი ადგილია.

ნოტიო ტყეების მცენარეულობა ბევრ სასარგებლო პროდუქტს იძლევა, მათ შორის ბრაზილიურ თხილს, კეშუს თხილს, ცვილსა და კაუჩუკს. ერთ დროს ამ პროდუქტებს ტყეში ხელით აგროვებდნენ, დღეს კი ისინი ძირითადად პლანტაციებზე მოჰყავთ.ტრადიციულად ჯუნგლების ხალხი ტყის მცირე ნაწილს ჩეხდა და გამოთავისუფლებულ მიწას ამუშავებდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი სხვა ადგილზე გადადიოდა, იმის გამო რომ გაჩეხილი ფართობი ძალიან მცირე იყო. ეს მეთოდი რომელსაც მოძრავი მიწათმოქმედება ეწოდება , ტყეს დიდად არ აზარალებდა და გაჩეხილ ადგილებზე ხეები კვლავ იზრდებოდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან კი ტყის მასიური ჩეხვა დაიწყო , ამის შედეგად ნოტიო ტყეები თანდათან მცირდება, დღეს ლათინური ამერიკის ქვეყნები სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე არიან. 
 მეხიკო

სამხრეთამერიკელ ხალხთა წარმოშობა მეტად მრავალფეროვანია. საუკუნეების განმავლობაში აქ მოდიოდნენ ევროპიდან, აფრიკიდან, აზიიდან და ერეოდნენ მკვიდრ ამერიკელებს, რომლებიც აქ ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ. მეცნიერები ფიქრობენ რომ პირველი სამხრეთამერიკელები აზიიდან მოვიდნენ , შეაძლოა მათ ჩრდილოეთში მდებარე ვიწრო ზოლი გაიარეს, რომელიც ერთ დროს დღევანდელ რუსეთსა და ალასკას აკავშირებდა. უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დროს, როდესაც დედამიწის წყალი გაყინული იყო,ზღვებისა და ოკეანეების დონე დაბალი და ციმბირსა და ალასკას შორის ხმელეთი ჩანდა პირველი ადამიანდები ვინც აღნიშნული სახმელეთო ხიდი გადაკვეთეს სავარაუდოდ მონადირეები იყვნენ, რომლებიც ნადირის დევნაში მოხვდნენ ახალ მიწაზე. შემდგომი ათასობით წლის განმავლობაში ხალხმა ნელ-ნელა აითვისა მთელი კონტინენტი და მიაღწია მის უკიდურეს სამხრეთ წერტილს- ტიერრა დელ ფუეგოს ეს მოხდა დაახლოვებით ძვ.წ. 9000 წელს. ათასი წლის შემდეგ ყინული გადნა და ხმელეთი ალასკასა და ციმბირს შორის წყალმა დაფარა.ამ დაბრკოლების არსებობამ მოწყვიტა ამერიკის ხალხები მსოფლი განვითარებას .

ცენტრალური ამერიკის პირველი ცნობილი ცივილიზაცია გაჩნდა აღმოსავლეთ მექსიკაში და ოლმეკთა კულტურა ეწოდა, მათ ეკავათ ტროპიკული ტყეების და ჭაობების ტერიტორია,სადაც მდებარეობდა ქალაქის მსგავსი ცნტრები და ბორცვიან ადგილებზე შენდებოდა ტაძრები.ტაძრები აშენებული იყო ხისაგან და ამიტომ არ არის შემორჩენილი. სამაგიეროდ არქეოლოგები იცნობენ სხვადასხვა გრავირებას, რომლებიც შესრულებულია ნეფრიტსა და ბაზალტზე. დამახასიათებელია მრისხანე არსების გამოხატვა, მაგალითად იაგუარის, ზვიგენის ან არწივის, რომელთაც ადამიანის ელემენტები ჰქონდათ.

ძველი წელთაღრიცხვით 1200 წელს აღმოცენებული ოლმეკთა ცივილიზაცია გავრცელდა მთელს ცენტრალურ ამერიკაში და წნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 400 წლის შემდეგ უცნობი მიზეზების გამო ოლმეკთა ცივილიზაცია დაეცა. საუკუნეების შემდეგ ახ.წ.150 წელს ლათინურ ამერიკაში აშენდა პირველი ნამდვილი ქალაქი- ტეოტიუაკანი, რომლის ნანგრვებიც ახლანდელი მეხიკოსგან 30 მილის მანძილზე იქნა აღმოჩენილი.არაფერია ცნობილი იქ მცხოვრები ხალხის შესახებ , ეს იყო პირამიდების, სასახლეებისა და ტაძრების ქალაქი. ყველაზე დიდი მონუმენტი იყო “მზის პირამიდა ” რომელიც დღესაც 60 მეტრ სიმაღლეს აღწევს. ბევრად მეტი არის ცნობილი მაიას ცივილიზაციის შესახებ რადგან მისი წარმომადგენლები იყენებდნენ პიქტოგრაფიებს , შთამომავლებს შემოუნახეს მნიშვნელოვანი წყაროები. მაიას ხალხი ცხოვრობდა იუკატანის ნახევარკუნძულზე ახლანდელი გვატემალის და ჰონდურასის ტერიტორიაზე. მაიას ცივილიზაციის დედაქალაქი ჩიჩენ-იცა და სხვა ცენტრები მიუთითებს იმაზე რომ მას აშენებდა კარგად ორგანიზებული საზოგადოება. ამასვე ადასტურებს მაიას მიღწევები მათემატიკასა და ასტრონომიაში, რასაც მოწმობს ის ფაქტი რომ მათ შემუშავებული ჰქონდათ საკუთარი კალენდარი. მოგვიანებით ტოლტეკების შემოსვლის დროს მაიას ხალხმა დაიწო ღმერთებისათვის ტყვეების მსხვეერპლად სეწირვა. ტოლტეკების დაპყრობის შემდეგ მათი ცივილიზაციის ტერიტორია საგრძნობლად შეიკვეცა , თუმცა კულტურა განაგრძობდა არსებობას მანამ, სანამ 15-ე საუკუნეში აქ ესპანელები არ მოვიდნენ.
მაჩუ-პიჩუ

დაახლოვებით ახ.წ. 1300 წელს ჩრდილოეთიდან მოსულმა აცტეკებმა მეხიკოს ველზე გაბატონებული ტოლტეკები შეცვალეს და თავიანთი ბატონობის ქვეშ მოაქციეს.აცტეკები საუკეთესო სამხედრო ოსტატები იყვნენ, დანარჩენი კი შეიძლება ითქვას , რომ მათ დიდი არაფერი შეჰმატეს ცენტრალური ამერიკის კულტურას.აცტეკების ყველაზე დიდ მიღწევად მათი დედაქალაქის-ტენოჩტიტლანის აშენება შეიძლება ჩაითვალოს. აცტეკების ცივილიზაციის პარალელურად, სამხრეთ ამერიკაში იქმნებოდა ინკების იმპერია, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას თანამედროვე ეკვადორიდან ცენტრალურ ჩილემდე, ანდებში მცხოვრები ინკები სოფლის მეურნეობას ეწეოდნენ, ამისთვის ისინი მთების კალთებზე ჭრიდნენ გიგანტური კიბის მსგავს ტერასებს, რომლებსაც ამაგრებდნენ ქვებით და უზრუნველყოფდნენ მის სადრენაჟო სისტემას.ინკების ცივილიზაცია გამოირჩეოდა განსაკუთრებულად განვითარებული სამშენებლო საქმით. ამას მოწმობს მათი დედაქალაქი კუსკოსა და ასევე ქალაქ მაჩუ-პიჩუს ნანგრევები.

1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა, ახალ მიწაზე შემოვიდნენ ევროპელები რამაც კატასტროფული შედეგი მოუტანა აცტეკების ,ინკების და სხვა ამერიკელი ხალხების ცივილიზაციებს. დროთა განმავლობაში მთელი ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე კოლონიური რეჟიმი დამყარდა, კოლონიზაციას თან სდევდა დიდი კულტურის მქონე ინდიელი ტომების- აცტეკების, მაიას,კეჩუას, ინკების განადგურება. ხდებოდა მათი ჩანაცვლება აფრიკელი ზანგებით, რომლებიც ვესტინდოეთის ქვეყნებში შემოყვანილ იქნენ პლანტაციებზე სამუშაოდ. თანამედროვე სახელმწიფოთა უმრავლესობა -ესპანეთის ყოფილი კოლონია იყო. 19-ე საუკუნეში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლების შედეგად, ლათინურ ამერიკაში შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოები: ჰაიტი(1804 წლიდან) ეკვადორი, მექსიკა, ჩილე, პარაგვაი,კოლუმბია, ვენესუელა,არგენტინა, კოსტა-რიკა, ნიკარაგუა, პანამა,პერუ,ბრაზილია,ურუგვაი, ბოლივია. ყველა ამ ქვეყანაში მართვის რესპუბლიკური ფორმა იქნა დაწესებული.

ლათინური ამერიკის მოსახლეობამ მეოცე საუკუნის ბოლოს 500 მლნ კაცს გადააჭარბა, მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა ჭრელია თუმცა კათოლიკები ჭარბობენ, ქრისტიანობის ეს ფორმა აქ ესპანელმა და პორტუგალიელმა დამპყრობლებმა მოიტანეს, ამას გარდა ბევრი სამხრეთამერიკელი თაყვანს სცემს , ტრადიციულ ადგილობრივ და აფრიკულ ღმერთებს.ურბანიზაციის დონე 76%-ია . ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი ქალაქები მაღალი ცათამბჯენებითა და ხალხით გადაჭედილი ქოხების ქალაქებით. ასევე ანდებში რამდენიმე დიდი ქალაქია მათ შორის კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა და ბოლივიის დედაქალაქი ლა-პასი. ქალაქელთა უმრავლესობა ქარხნებსა და მაღაროებში შრომობს. ლათინურ ამერიკაში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესი სადაც დაახლოვებით 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამას გარდა ის ქვეყნის უდიდესი პორტიცაა, ამის გამო მის მცხოვრებლებს ” პორტენოსებს” ანუ პორტის ხალხს უწოდებენ. ბუენოს-აირესს მისი ევროპული არქიტექტურის გამო “სამხრეთ ამერიკის პარიზს“უწოდებენ.
ბუენოს-აირესი
კარიბის ზღვა

ლათინური ამერიკა განვითარებადი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია.იგი ფლობს ყოველგვარ საშუალებას მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის შესაქმნელად. რეგიონი უზრუნველყოფილია ადამიანის მნიშვნელოვანი რესურსებით, ნაყოფიერი მიწებით, მრავალფეროვანი სასარგებლო წიაღისეულით, ეკონომიკაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალი. ლათინური ამერიკის 4 ქვეყანა – ბრაზილია, არგენტინა, ჩილე და მექსიკა-ახალი ინდუსტრიული ქვეყნების რიგშია. აქ უდაო ლიდერია ბრაზილია. სოფლის მეურნეობა განვითარებულია ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში,თითქმიას ყველგან წამყვანი დარგია მემცენარეობა, მემცენარეობის სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საპლანტაციო კულტურებს : შაქრის ლერწამს, ყავას, კაკაოს, ბანანს, ბამბას. ლათინური ამერიკის ქვეყნების მომსახურების სფეროს ერთ-ერთი უძველესი დარგია ტურიზმი, რომელიც განვითარდა თითქმის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გამოირჩევა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, მექსიკა და ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთი.

სამხრეთ ამერიკის კულტურა იქ მცხოვრები მრავალი ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების, ზეგავლენას განიცდის. მაგალითად ბევრ სამხრეთამერიკელს უყვარს ფეხბურთი, რომელიც აქ ევროპიდან მოვიდა, სამბა რომელიც აფრიკელებმა მოიტანეს, და კერძები რომლებიც ესპანურ აფრიკულსა და ადგილობრივ ტრადიციებს აერთიანებს. ფეხბურთი სამხრეთამერიკელთა საყვარელი სპორტია, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრები სახალხოო გმირები არიან.ურუგვაიმ 1930 წელს ფეხბურთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა და გაიმარჯვა.მას შემდეგ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს არგენტინელებმა და ბრაზილიელებმა. ბავშვები ფეხბურთს მთელ სამხრეთ ამერიკაში თამაშობენ. ყველა ქალაქსა და სოფელს თავისი გუნდი ჰყავს, საფეხბურთო მოედნები თვით ჯუნგლებში მცხოვრებ ხალხებსაც კი აქვთ. სამხრეთ ამერიკაში ასევე ხშირად ტარდება კარნავალები, მათჲ უმეტესობა ქრისტიანულ დღესასწაულებს ემთხვევა, მათ შორის შობას, დიდმარხვასა და აღდგომას. კარნავალი ხალხმრავალი სანახაობაა მუსიკით, ცეკვებით, ფერად-ფერადი ტანსაცმლით და საჭმელ- სასმელით. ყველა სახის საჭმელს ნახავთ ასევე ლათინურ ამერიკაში,არგენტინელები და ურუგვაელები ძალიან ბევრ ხორცს ჭამენ, ბოლივიელებს კი კარტოფილის ათობით სახეობის კერძი აქვთ. ანდებში მცხოვრებთა ტრადიციული კერძი შედგება შემწვარი ხორცის ლობიოს, ერბოკვერცხის, ბრინჯისა და ავოკადოსგან ასეთ კერძს ეკვადორში ”ჩურასკოს” უწოდებენ.მთელს მსოფლიოშია ასევე ცნობილი მექსიკური კერძები , მექსიკაში ჩილის 60-ზე მეტი სახეობა მოჰყავთ, ზოგ რეგიონში კაქტუსისგან დამზადებულ სალათებსაც მიირთმევენ. ლათინური ამერიკის ხალხების ლიტერატურა, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და მუსიკა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
 რიო-დე-ჟანეირო